Freedom House -ს მოწოდება ხელისუფლებას

06 აპრილი 2024, 11:53 367 ნახვა

"ქართულ ოცნებას" "აგენტების კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებს Freedom House-ც. საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს - ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი“ - წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი