„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ - საინფორმაციო კამპანია 

05 აპრილი 2024, 10:44 406 ნახვა

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ - საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისთვის დაიწყო. პროექტის მიზანია არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

სამდღიანი სემინარი მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან და  ექსპერტთან.

პროექტი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, გაერო-ს ასოციაციის თანაორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი