ამერიკელი სენატორების განცხადება

04 აპრილი 2024, 11:02 495 ნახვა

მსოფლიო პოლიტიკოსები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უარყონ ინიციატივა. ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინი საქართველოს ტრანსატლანტიკური და ევროპული მომავლის დამაზიანებლად მიიჩნევენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განზრახვას, მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს. მმართველი პარტიის “მიერ "აგენტების კანონის" ხელახლა ინიცირებას პარლამენტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა.

მეთიუ მილერმა ამ საკითხზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა და თქვა, რომ გასულ წელს, იმავე შინაარსის კანონპროექტის წინააღმდეგ, ათობით ათასი ქართველი გამოვიდა ქუჩაში, "ევროპული ამბიციების დასაფიქსირებლად".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი