ილია დარჩიაშვილის ვიზიტი არგენტინაში 

29 მარტი 2024, 20:03 356 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არგენტინაში გრძელდება. შეხვედრებზე ისაუბრეს არგენტინასა და საქართველოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. 

ვიზიტი შეფასდა, როგორც გაგრძელება იმ ინტენსიური დიალოგისა, რომელსაც საქართველო აწარმოებს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან.

დაიგეგმა საქართველო-არგენტინის  საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურება. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ეწვია ქალაქ ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც   მემორანდუმი გაფორმდა.

დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა არგენტინაში მყოფ ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭა ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის ტიტული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში