დაზიანებული ხიდი

29 მარტი 2024, 11:33 516 ნახვა

ერთი წლის წინ, სტიქიის გამო  დაზიანებული ხიდი  ისევ მოუწესრიგებელია ქობულეთში. პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ  კონსტრუქცია უკვე მწყობრიდან   გამოსულია და   გადაადგილებაც  კი საშიშია.

ამასთან ამბობენ, რომ სტიქიამ მაშინ მათივე საკარმიდამო ნაკვეთებიც დააზიანა, ამიტომ მდინარის კალაპოტთან დამცავი ჯებირების მოწყობას ითხოვენ.   ირკვევა, რომ  აქ  ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს,  უწყებას    ქობულეთის მერიამ შუამდგომლობითაც გასულ წელსვე მიმართა, თუმცა ჯერ იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა.   

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ მდინარე აჭყვის არხის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 4 ხიდი ახლით ჩანაცვლდება, რომ   ერთი გადასასვლელის მოწყობა უკვე დასრულებულია, სხვა სამუშაოები კი აპრილში  დაიწყება.  

რაც შეეხება  პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხიდს, მის  აღდგენას  უახლოეს პერიოდში  ჰპირდება ადგილობრივებს  საავტომობილო გზები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი