საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა

27 მარტი 2024, 16:50 538 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემდეგ ფიფა-ს რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა.

ვილი სანიოლის გუნდს პლეიოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ (0:0 ძირითადი დრო, 4:2 პენალტების სერიაში) 21,31 ქულა დაემატა და 1333.76 ქულით ფიფა-ს მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში 77-ედან 75-ე ადგილზე გადაინაცვლა.

რეიტინგის ლიდერი კი კვლავ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრებია.

რეიტინგში საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა – 1,856.28;

2. საფრანგეთი – 1,840.60;

3. ბელგია – 1,795.24;

4. ინგლისი – 1 794.90;

5. ბრაზილია – 1,788.65;

6. ნიდერლანდები – 1,742.30;

7. პორტუგალია – 1,740.38;

8. ესპანეთი – 1,727.50;

9. იტალია – 1,724.60;

10. ხორვატია – 1,718,59

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში