ე.წ. ბანანის საქმე - სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

27 მარტი 2024, 20:10 615 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ ბანანის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბანანზე 16 წლის ლუკა აბულაძის  გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს 16 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. როგორც ცნობილია, დღევანდელ განჩენს დაცვის მხარე გაასაჩივრებს.  

სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა და თქვა, რომ ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც გამოძიება აპელირებდა.

ზურაბ საგინაძეს ბრალდება 2-ზე მეტი პირის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავებოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი