პროფესიული ორიენტაცია“ - თემაზე ისაუბრეს დღის ბანაკში, რომელიც ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიხსნა.პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა მოირგეს პროფესიული როლები და სხვადასხვა დაწესებულებას ეწვივნენ, მათ შორის სამედიცინო კლინიკებს, სასამართლოს და სპეციალისტებისგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
დღეს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში დასკვნითი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ქათამაძე წარუძღვა.
საინფორმაციო ღონისძიება აბიტურიენტების დაჯილდოებით დასრულდა.