საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად ბეტინა ბუღანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.მათი ცნობით, ბუღანი აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს.
ბუღანის აქამდე მაღალი თანამდებობა ეკავა გაეროში, საფრანგეთის ჟანდარმერიაში და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. იგი ამ თანამდებობაზე დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.