გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 

26 მარტი 2024, 20:03 569 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ეკა ცინცაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე ბოლო პერიოდში მხატვრის მიერ შექმნილი სიუჟეტური, სულ 36 კომპოზიციაა წარმოდგენილი.

ნამუშევრები შერეული, მათ შორის გრაფიკული მონოტიპიის ტექნიკით არის შესრულებული. გამოფენა 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში