საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

23 მაისი 2016, 00:00 3889 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "თავისუფალი საქართველოსა" და "ახალი მემარჯვენეების" სარჩელი, რომელშიც საარჩევნო კოდექსის ცალკეული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ. პოლიტიკური პარტიები დისკრიმინაციულად მიიჩნევდნენ 51-ე მუხლის იმ ნორმებს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში კვალიფიციური სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყენებას შეეხება. არსებული ჩანაწერით უფასო დროით სარგებლობა საპარლამენტო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე იმ პარტიებს ეკუთვნით, რომლებმაც ხმების 3_4% მოიპოვეს, საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ სუბიექტთაგან კი მხოლოდ იმ პარტიას, რომელიც კოალიციაში პირველ ნომრად წერია. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ჩანაწერი თანასწორობის პრინციპს არღვევს და კოალიციაში მყოფი ყველა პარტია ერთნაირი უფლებით უნდა სარგებლობდეს.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი