წინა წელს, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მივესალმები ამ ფაქტს. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან არა მარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.
"კიდევ ერთხელ მინდა პირისპირ მივულოცო ბატონ ირაკლი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ირაკლი, თავისი სერიოზული დამოკიდებულობით, თავის წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.