რუსეთი დაღუპულებს გლოვობს

24 მარტი 2024, 20:04 399 ნახვა

მოსკოვში საკონცერტო ცენტრ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულების იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ამოცნობილია 50 მათგანი.

ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღეა გამოცხადებული და სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები მემორიალებთან იკრიბებიან, მიაქვთ სანთლები, ყვავილები და სათამაშოები.

გარდაცვლილთა პატივსაცემად „კროკუს სითი ჰოლთან“ მეორე დღეა მიდიან მოქალაქეები და ადგილზე სანთლებს ანთებენ. 

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცათამბრჯენი ბურჯ-ხალიფა რუსეთის დროშის ფერებით გაანათეს.

მომხდარში ეჭვმიტანილები უკვე გადაიყვანეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შტაბ-ბინაში. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცენტრალური აზიიდან არიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი