ღია მმართველობის საბჭოს სხდომა

22 მარტი 2024, 18:02 512 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ღია მმართველობის რეკომენდაციები მოამზადა. რეკომენდაციებამდე კი საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა აჭარის აღმასრულებელი ორგანოებში, მათ შორის, სამინისტროებში ღია მმართველობის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლა, გამოიკითხა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. რეკომენდაციებს შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, ვებ-გვერდების მუშაობის გაუმჯობესება და ასევე ღია მმართველობის პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება. ანგარიშს, რომელიც ღია მმართველობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა მოამზადა უახლოეს დღეებში ბიუროს სხდომაზე დაამტკიცებენ და ადრესატებს გადაუგზავნიან.საკითხზე დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრეს,სადაც მიმოიხილეს, ასევე უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი