ქობულეთში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი კაცი, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყავთ, მას მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, ასევე აქვს ჭრილობა თავის ქალაზე, მოტეხილობები რის გამოც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. 63 წლის კაცი მრავალბინიანი კორპუსის ფასადის სარემონტო სამუშაოების დროს ხარაჩოდან გადმოვარდა. სამშენებლო კომპანია „გუგუ“ში, სადაც დაშავებული იყო დასაქმებული, მომხდარზე არაფერს ამბობენ, უცნობია იყო თუ არა ობიექტზე დაცული უსაფრთხოება. ქობულეთის მერიაში კი გვითხრეს რომ სამუშაოების დარღვევით ჩატარების გამო კომპანია ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილებული იყო, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.