გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი იკრიბება

19 მარტი 2024, 14:50 442 ნახვა

გერმანიაში აშშ-ს რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ჟურნალისტებს შევედრის დაწყებამდე განუცხადა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მასპინძლობს თავდაცვის მინისტრების მაღალი დონის შეკრებას, რომელსაც ასევე ესწრება უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. შეხვედრის შემდეგ ოსტინი და პისტორიუსი გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას და ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გააცნობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი