კანონს მიღმა შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ექსპერტები.კვლევის მიხედვით, ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2021-2024 წლებში ქედის მუნიციპალიტეტის, აჭარის მთავრობის კუთვნილი პროექტებისა და ნარჩენების მართვის კომპანიების, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებიდან 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, მათ შორის კი 3მილიონ 568 ათასი ლარი - ქვეკონტრაქტორობიდან, 955 ათას 808 ლარი უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდან.არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად