ნარკოდანაშაული – 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

16 მარტი 2024, 14:05 484 ნახვა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა.

საუბარია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკებს, რომელთა ნაწილი ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.  

გამოძიება გრძელდება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი