საპროტესტო აქციამდე შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მინისტრმა შშმპ მშობლებთან ის საკითხები განიხილა, რომლებიც რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას უკავშირდება.
მიხეილ სარჯველაძე მათ დაჰპირდა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული.
საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, ძველ მოდელს დაუბრუნდება, სამუშაო პროცესში კი მშობლებიც ჩაერთვებიან.