საკონსტიტუციო სარჩელი

14 მარტი 2024, 14:04 471 ნახვა

სახალხო დამცველი მაუწყებლობის შესახებ კანონდებლობის იმ რეგულაციას ასაჩივრებს, რომელიც ტელესივრცეში არასათანადო რეკლამის  განთავსებას გულისხმობს. 

კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი და ტერმინი, რომელიც არასათანადოდ მიიჩნევს მაუწყებლის მიერ არასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო ან პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და მისი გავრცელებისთვის ტელევიზიებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებს.

მოსარჩელე განმარტავს, რომ  აღნიშნული რეგულაციით 2020-2022 წლებში  არა ერთი  ტელევიზია დაჯარიმდა, შესაბამისად  საკანონდებლო ტერმინი ბუნდოვანია და წინააღდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან.   

საქმეს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი