როინ შავაძის მკვლელობის საქმე-ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინში

12 მარტი 2024, 18:07 429 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე დღეს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი უნდა გამოაცხადონ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მსაჯულები მხარეთა დასკვნით სიტყვას ისმენენ. დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ვერდიქტი იქნება გამამართლებელი, რადგან ადვოკატის განცხადებით, საქმეში მხოლოდ ორი სპეცრაზმელის ჩვენება დევს. ბრალდებულების წინააღმდეგ საქმეში დევს ასევე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც პროკურორის განმარტებით,დასტურდება, რომ მამუკა ბერიძემ ჩაიდინა მკვლელობა და ალი ბალაძე იყო ამ მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, ეს იქნება პირველი ვერდიქტი. 10 დაკავებულიდან მხოლოდ ბერიძემ და ბალაძემ აირჩიეს ნაფიცმსაჯულთა სასამართლო. დანარჩენი ბრალდებულების საქმის განხილვა ცალკე მიმდინარეობს. კიდევ 2 დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელის საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ გადასცემია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი