ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ორ ობიექტს დაარტყა, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმები გოლანის სიმაღლეებზე ბოლო დღეებში განხორციელებული ავიაიერიშების პასუხი იყო.
რაც შეეხება ღაზის სექტორის დახმარებას ეგვიპტემ დახმარების მორიგი პარტია სპეციალური თვითმფრინავებიდან პარაშუტების საშუალებით ჩაყარა.
ესპანეთის მიერ ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის გემით გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას, ხომალდი 200 ტონა საკვებით სამი დღეა კვიპროსის პორტშია გაჩერებული.
გაეროს მონაცემებით, გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ღაზის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა.