თბილისსა და აჭარაში 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს

11 მარტი 2024, 12:05 474 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა. გამოძიება მათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვასა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადებას, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობას ედავება.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილების, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალებები,  ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი