სახალხო დამცველი: ქალთა საერთაშორისო დღე არის მოწოდება მოქმედებისკენ

08 მარტი 2024, 14:04 403 ნახვა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც.  ლევან იოსელიანის ტექსტი ძირითადად გამოწვევებსა და ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას ეხება.  ქვეყნის პირველი უფლებადამცველის შეფასებით,  საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ქალებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს  სახელმწიფოს ისტორიისა და კულტურის ჩამოყალიბებაში.  

ბევრი მიღწევის მიუხედავად, იოსელიანი ფიქრობს, დისკრიმინაციის, ძალადობისა და შესაძლებლობების უთანასწორო ხელმისაწვდომობის ბარიერების აღმოსაფხვრელად დაუღალავი მუშაობაა საჭირო.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო შეასრულებს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის კუთხით, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი