ზელენსკიმ ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა

07 მარტი 2024, 22:14 403 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყებამ ბრიტანული მხარისგან აგრემანი უკვე გამოითხოვა.

“ხუთშაბათს, 2024 წლის 7 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა შეათანხმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა აგრემანისთვის [თანხმობისთვის]”, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი