სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

19 მარტი 2017, 00:00 3008 ნახვა

უკვე 2 საათია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 9 ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მათ ბრალად ედებათ მასობრივი არეულობის ორგანიზებაში მონაწილეობა, პოლიციელებზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა. პროკურორი რამაზ შავაძე აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რასაც აპროტესტებენ დაკავებულების მშობლები, რომლებიც სხდომის დაწყებამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში