თუ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, შესაძლოა ევროინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს.
ასეთია ოპოზიციის განწყობები, რომლებიც მმართველ გუნდს მოუწოდებენ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პარტნიორების მოწოდებები გაითვალისწინონ.
ქართული ოცნება კი არ აპირებს დოკუმენტი ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ გადაუგზავნოს, მეტიც, მომდევნო პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს და ვეტოს დაძლევს.