აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზეა “აი-თი-ბი ბერლინი 2024” წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს უმსხვილესი ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და 39 კერძო კომპანიასთან ერთად მონაწილეობს.