განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. შეხვედრის მონაწილეები უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების მნიშვნელოვან საკითხებს, ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების აქტუალურ საკითხებზე.
მეორე დღე ეთმობა ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით არსებული შედეგების განხილვას, ხოლო კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილეების ჩართულობით პროფესიული და ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურებზე ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესახებ დისკუსიები გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენცია გიორგი ამილახვარმა გახსნა.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.