აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. მორიგ პლენარულ სხდომაზე საჯარო სამსახურის საბჭოს წევრად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აირჩიეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, სხდომაზე შესაბამისი მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე წარსდგა. მისი განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობაა.
საბჭო 4 წლის ვადით არჩეული 11 წევრისგან შედგება, რომელთაგან ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარადგენს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.