"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა" და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონებში ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს. ცვლილებები ევროკომისიის 9 დათქმას უკავშირდება და როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ მათში ასახულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. რაც შეეხება კანონში სიახლეებს იცვლება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში რეაგირება, ასევე იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები და წესები. უმრავლესობა კანონპროექტს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ოპოზიცია კი აკრიტიკებს.