თებერვალში ყველაზე მეტად, 18.7 პროცენტით ზეთი გაიაფდა, ხილი კი 21 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი

04 მარტი 2024, 13:20 464 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების კლებამ იქონია გავლენა.

მათივე ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.2 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები -18.7 პროცენტით შემცირდა ზეთზა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -14.2 პროცენტით გაიაფდა, პური და პურპროდუქტები კი, -9.8 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასებმა -5.0 პროცენტით დაიკლო.

ამასთან, ფასები 21.0 პროცენტით გაზრდილია ხილსა და ყურძენზე, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 4.5 პროცენტით გაძვირდა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 4.1 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.0 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 1.8 პროცენტით, ხოლო თევზეულზე ფასებმა 1.6 პროცენტიით მოიმატა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3 პროცენტი შეადგინა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი