ისრაელის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

03 მარტი 2024, 10:18 399 ნახვა

თელ ავივში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით, ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობა „ჰამასთან“ მიმდინარე ომის არასათანადოდ მართვაში დაადანაშაულეს და ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 130-ზე მეტი ისრაელელის გათავისუფლება მოითხოვეს.

პოლიციამ დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ანალოგიური მოთხოვნით, საპროტესტო აქციები, იერუსალიმში, ჰაიფაში და ისრაელის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

ბოლო პერიოდში, საერთაშორისო საზოგადოება, სულ უფრო დაჟინებით მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, ღაზის სექტორში დროებით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი