2023-2024 სასწავლო წლისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა მიღება 8.4 პროცენტით, უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა კი, 22.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

02 მარტი 2024, 11:51 343 ნახვა

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 54.3 ათასი სტუდენტი მიიღეს, აქედან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 32.4 ათასი, ხოლო, კერძო უნივერსიტეტებში – 21.9 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 8.4%-ით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით, 10.2%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1% სწავლობს, ხოლო, კერძოში – 40.9%. 

2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1%-ით მეტია. 

უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5%-ით მეტია წინა წლის, ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.2 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა. აქედან, 19 სახელმწიფო და 43 კერძო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი