მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება დღეიდან იწყება, მასწავლებელთა წარდგენა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის კონკურსანტთა ათეული გამოვლინდება, მესამე ეტაპზე კი ცნობილი გახდება იმ ხუთეულის ვინაობა რომელთაგანაც ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებელთა მსოფლიო დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
კონკურსანტებს 20 წევრიანი ჟიური შეარჩევს, რომელიც განათლების სპეციალისტების ,მეცნიერების,პედაგოგებისა და მედიის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.კონკურსი მერვე წელია ტარდება და მისი მთავარი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, მათი მოტივაციის გაზრდა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.