სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალი

01 მარტი 2024, 20:00 466 ნახვა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. 

ლევან დავითაშვილი სიტყვით გამოვიდა ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე მონაწილე ქვეყნების მინისტრთა სესიაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილეა და უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს მას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი