რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს

27 თებერვალი 2024, 14:19 458 ნახვა

რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს, – ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია აკრძალვა ძალაში პირველი მარტიდან შევა და ექვსი თვე გაგრძელდება.

აკრძალვის მიზეზი რუსეთში ბენზინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა.

როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი