მესტიაში “გემო ფესტი” გრძელდება 

25 თებერვალი 2024, 11:02 637 ნახვა

''გემო ფესტის'' მეორე დღეს სეტის მოედანზე ისევ სამზადისია. დღეს მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი მზარეულები მოდერნიზებულ სვანურ ტრადიციულ კერძებს მოამზადებენ და მისი დაგემოვნება შეეძლება ყველა სტუმარს.

14 საათიდან დაიწყება დღის მთავარი ღონისძიებები. დღეს ისევ მოეწყობა მუსიკალური, საბავშვო გასართობი სივრცეები და ფერმერების ბაზრობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული კულინარიული ფესტივალი მესტიაში, ზამთრის სეზონზე მეორედ ტარდება და მიზანი გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია და ტურიზმის სფეროს განვითარებაა.

გუშინ ღონისძიებები და გართობა გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი