სვანეთი უკვე მეორედ „გემო ფესტს“ უმასპინძლებს. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ორდღიანი კულინარიული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.
ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანება 22, 23, 25 და 26 თებერვალს ნატახტარი-მესტია, მესტია-ნატახტრის მიმართულებით, რეგულარულთან ერთად, დამატებით რეისებს შეასრულებს.