ხულოს საკრებულოს წევრი პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლიდან" ადგილობრივ ხელისუფლებას მეწყრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დროულად ყურადღების მიქცევას სთხოვს. ზაზა ვანაძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამის კოორდინაციას არ უწევს ცენტრალურ მთავრობასთან, დასტურად კი საკომპენსაციო თანხას ასახელებს, საუბარია 50 ათას ლარზე.
დეპუტატი მოსახლეობასაც მოუწოდებს არ გაცვალონ მამაპაპისეული მიწები აღნიშნულ თანხაზე.
ოპოზიციონერს არ გამოეხმაურნენ ხულოს მერიაში. შეგახსენებთ, რომ სტიქია ხულოში თებერვლის დასაწყისში მოხდა და ასამდე ოჯახი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი.
ჯერ არ არის დადგენილი რამდენი ოჯახი მიიღებს კონპენსაციას განსახლებისთვის.