პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში - კითხვა-პასუხი

22 თებერვალი 2024, 15:08 481 ნახვა

გამოსვლა დაუწუნეს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკრიტიკებული ოპოზიციის ნაწილისთვის შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიში  არაფრის მომცემი აღმოჩნდა. ქვეყნის პირველი კანონმდებლების  გამოსვლაში   პრობლემების მოგვარების გზები ვერ დაინახეს.   

მაგალითად, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ხალხს უკეთესად ეცხოვრა ან 600-ზე მეტი მიღებული კანონით, როგორც ამას შალვა პაპუაშვილი ამბობს, რა შეიცვალა სასიკეთოდ მოსახლეობისთვის? ზოგმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას ტონის შერბილება და შეცდომების აღიარებაც კი ურჩია. ო

ოპონენტებისგან განსხვავებით, პაპუაშვილმა დღეს მადლობებიც დაიმსახურა, თუმცა ძირითადად, ''ქართული ოცნებისგან'', რომლისთვისაც ოპონენტების შეკითხვები ინტრიგნობა აღმოჩნდა და მიუთითეს კიდეც, რომ ანგარიში კიდევ გადაეკითხათ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი