ლიმაში დემონსტრანტები ხელფასების გაზრდას და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

22 თებერვალი 2024, 08:10 416 ნახვა

ასობით ადამიანი გამოვიდა  პერუს დედაქალაქ ლიმას ქუჩებში და კონგრესის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ.  

დემონსტრანტების თქმით, მინიმალური ხელფასი ამჟამად ათას 25 პერუს სოლის ანუ  დაახლოებით 270 აშშ დოლარს  შეადგენს.    

მათ  ასევე მოითხოვეს საყოველთაო არჩევნები, რადგან მოქმედ პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს მათივე თქმით,  უმრავლესობა პრეზიდენტად არ აღიარებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი