დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

22 თებერვალი 2024, 11:14 437 ნახვა

ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის შემდეგ ბათუმი იქნება საქართველოში მეორე მიმართულება, სადაც Jazeera Airways კვირაში შვიდი სიხშირით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება განაპირობა იმან, რომ საქართველო სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

"Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას, რათა მეტი მიმართულება და მეტი სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ელ-ქუვეითი-ბათუმი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს“, " განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი