ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს - რობერტა მეცოლა

21 თებერვალი 2024, 16:44 467 ნახვა

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე.

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე“, - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას დღეს შეხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი