მექსიკაში ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

21 თებერვალი 2024, 09:44 539 ნახვა

მექსიკაში ყველაზე აქტიური ვულკანი  პოპოკატეპეტლი  ამოიფრქვა. კრატერიდან  ამოსული კვამლი  3 კილომეტრზე მეტი  სიმაღლის  სვეტს წარმოქმნის. ვულკანი ქვეყნის  აღმოსავლეთ ნაწილში მეხიკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.  პოპოკატეპეტლი ადგილობრივი დროით  18:25 საათზე გააქტიურდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ვულკანის მახლობლად მდებარე რაიონებში განგაშის ყვითელი დონე  გამოაცხადა და  მოსახლეობას შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა.

5 ათას 393 მეტრიანი  ვულკანი, რომლის სახელი  დაკვამლულ მთას ნიშნავს,   მეხიკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით  70 კილომეტრის მოშორებით  მდებარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი