ზუსტად ორ საათში გაირკვევა რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ბათუმის საქალაქო სასამართლო იმ პირების მიმართ, რომლებიც გუშინ დააკავეს. მათ გამოძიება მასობრივი არეულობას პოლიციასა და სახელმწიფო შენობებზე თავდასხმას ედავება. სასამართლოში უკვე შევიდა 7 შუამდგომლობა. დღეს ასევე იმსჯელეს იმ პირებზე, რომლებზეც საქმე ადმინისტრაციული წესითაა აღძრული.