საქართველოს დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

18 თებერვალი 2024, 20:02 398 ნახვა

ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს, სუზანა ბაუმანს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ გზაზე პარტნიორებისა და მეგობრების, განსაკუთრებით გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მაღალ დინამიკასა და მჭიდრო პარტნიორობაზე.

დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი