ბენიამინ ნეთანიაჰუ - აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს ზავის შესახებ, ვიდრე „ჰამასი“ თავის მოთხოვნებს არ შეცვლის

18 თებერვალი 2024, 10:04 308 ნახვა

ისრაელის პრემიერ მინისტრი ზავის შესახებ მოლაპარაკებებს არ აპირებს, ვიდრე „ჰამასი“ თავის მოთხოვნებს არ შეცვლის. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის სამხედრო ზეწოლა მუშაობს და ჰამასს უახლოვდება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რაფაჰის ჩრდილოეთით ბევრი თავისუფალი სივრცეა ევაკუაციისთვის, რადგან ისრაელი ხან იუნისში ოპერაციებს მალე დაასრულებს.

პარალელურად ანტისამთავრობო აქციები იმართება თელ ავივში, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მთავრობას მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში