ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისთვის მის ბრძოლას განაგრძობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.