ახალშენის მოსახლეობის აქცია 

16 თებერვალი 2024, 14:10 570 ნახვა

სოფელ ახალშენში მთის ფერდობიდან წიაღისეულის მოპოვებას სოფლის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. მოქალაქეები კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების მოთხოვნით დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაახლოებით 14 წლის წინ ამავე სოფლიდან წიაღისეული გაჰქონდათ, რის შედეგადაც წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნათ, ასევე დაუზიანდათ სახლები და გზები. წიაღისეულის მოპოვება, მათი თქმით, აფეთქების გზით ხდებოდა, რასაც წლების წინ ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

იმავე საფრთხეებს ხედავენ ახლაც. მოქალაქეებს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათი თქმით, მოსახლეობის აზრს გაითვალისწინებენ და მათი უფლებები დაცული იქნება. შეხვედრის შემდეგ მოსახლეობამ აქცია შეწყვიტა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი